დღეს, 2 მარტს, უმრავლესობის წევრები უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბათუ ქუთელიას შეხვდებიან.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განიცხადა, შეხვედრაზე ქუთელიასგან მოისმენენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოხდა პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების უსაფრთხოების კონცეფციაში ასახვა და გათვალისწინება.
"კონცეფციის პარლამენტში განხილვები გრძელდება. მნიშვნელოვანი დოკუმენტი გვაქვს მისაღები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას და ძალიან მნიშვნელოვანია მასში ჩართულობა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების. შენიშვნები უშიშროების კონცეფციის კუთხით საკომიტეტო მოსმენებზე გამოხატული იყო და მოვისმენთ უშიშროების საბჭოს ხედვას, თუ რა შეიცვალა კონცეფციაში და რა შენიშვნების გათვალისწინება მოხდა", - აღნიშნა მინაშვილმა.
უმრავლესობის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 17:00 საათზე გაიმართება.