დღეს, 2 მარტს, 11:00-იდან 13:00 საათამდე, მუხიანის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა კომპანია "თელასის" ქვესადგური "მუხიანში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარებას უკავშირდება.
"თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება მუხიანის I, II, III, IV, IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება მუხიანში მდებარე სასწრაფო დახმარების სადგურს, მუხიანის ბაზრობას და რადიოქარხანას. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.