დღეს, 2 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისის პროფესიულ კოლეჯს მოინახულებენ.
სასწავლებელი სამინისტროს მიერ სრულად რეაბილიტირებულია. აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიების შესაბამისი ძვირადღირებული მანქანა-დანადგარებით. ყველა პროფესიას პრაქტიკული მეცადინეობისთვის საჭირო ბაზა აქვს.