ხვალ, 2 მარტს, საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართავს პრეზენტაციას _ "უნივერსიტეტი - იდეა და დღევანდელობის გამოწვევები".
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის შექმნის ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მეგობართა და მხარდამჭერთა დარბაზი დაფუძნდება.
პრეზენტაციას საქართველოს საპატრიარქოს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.