პროგრამა "აინშტაინის" ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებისთვის სასწავლო ლაბორატორიების გადაცემის ახალი ეტაპი დაიწყო.
ხვალ, 2 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სამინისტროში განახლებული სასწავლო ლაბორატორიის პრეზენტაციას გამართავს და ლაბორატორიის სრულ კომპლექტს 150-მდე საჯარო სკოლას გადასცემს.