იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგი და ქართველი ექიმების კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის გახსნას კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მთავარი თემა ზოგად მედიცინაში კიბოს დაავადებათა პრევენციაა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრი „კახეთი - იონის" დირექტორმა ხათუნა ჭონიშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანს ქართველი მედიკოსებისათვის ევროპული გამოცდილების გაზიარება და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება წარმოადგენს.
კონფერენციაში ცნობილი ფრანგი და ქართველი სპეციალისტები, კრისტიან რიგო, პასკალ კალმელე, პატრიკ უიეზი, ირაკლი თოდუა, გელა გელაშვილი, მაკა წვერავა და სხვები მონაწილეობენ.
კონფერენცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საფრანგეთის იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს და სამედიცინო ცენტრ `კახეთი-იონი~-ს ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია 4 დეკემბერს დაიხურება.