სოფელი ლამბალო გაზიფიცირებულია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო პროგრამის - "გაზი ყველა სოფელში" - ფარგლებში კომპანია "სოკარ ჯორჯიამ" საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს გაზიფიცირება დაასრულა.
პროექტის ფარგლებში განცხორციელდა 20 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზადენის მშენებლობა და დაიხარჯა 1 200 000 ლარი.
საპრეზიდენტი პროგრამა "გაზი ყველა სოფელში" გულისხმობს მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის სოფელში შეყვანას, რის შემდეგაც გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შეთანხმების შემთხვევაში გაზი შეუძლია მიიღოს სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა.
საპრეზიდენტი პროგრამის - "გაზი ყველა სოფელში" - ფარგლებში იგეგმება საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება.