საქართველოს მთავრობა რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოწოდებას "მნიშვნელოვნად" აფასებს.
"საპატრიარქოს ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება. იმედი მაქვს, უწმინდესის ეს მოწოდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომ მოიქცეს კონსტრუქციულად და დაიწყოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან", - განუცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, საქართველო-რუსეთს შორის პრობლემა ბევრია, მაგრამ ამისთვის სწორედ დიალოგი და მოლაპარაკებაა საჭირო.
"მისასალმებელია, რომ უწმინდესი სწორედ ამ პოზიციას აძლიერებს და უჭერს მხარს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მაღალ დონეზე - პრეზიდენტის დონეზე განაცხადა არაერთხელ, რომ იგი მზადაა ყოველგვარი პირობების გარეშე დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან.
ჩვენი მიზანია ქვეყნის დეოკუპაცია და რუსეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობეის დამყარება", - განმარტა ბარამიძემ.