ოზურგეთში ევროპელი მოხალისეები გაძარცვეს. ინგლისური ენისა და ხელოვნების პედაგოგი პოლონელ კინოდოკუმენტალისტთან ერთად კოსტავას #2-ში ცხოვრობდა.
კამილა სიროტინასა და დიანა ზადობნას ბინიდან ორი ნოუთბუკი, ორი ციფრული ფოტოაპარატი, 400 ევრო, ჩეხური სასმელები და სხვა წვრილმანი ნივთები მოიპარეს.
დიანა ზადობნა გურიაზე ფილმს იღებდა, ხოლო კამილა საროდინა გურულებს ინგლისურ ენასა და ხელოვნებას ასწავლიდა.