ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საიტს (www.mra.gov.ge) აფხაზური გვერდი დაემატა.
დღეიდან, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც. საიტზე ინფორმაცია ამჯერად 3 ენაზე - ქართულად, ინგლუსურად და აფხაზურად ვრცელდება. ამ ინიციატივის მიზანია, აფხაზურენოვანი მოსახლეობა უკეთ გაეცნოს დევნილთა მდგომარეობას, მათ საჭიროებებს და იმ პროექტებს, რომელიც დევნილი მოსახლეობისთვის ხორციელდება.