პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ანტიკრიზულ გეგმაზე მუშაობას განაგრძობს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უმთავრს საზრუნავად და გამოწვევად კვლავ ის ინფლაციური პროცესები რჩება, რომელიც მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს აწუხებს.
"მთავრობა კარგად აცნობიერებს იმას, რომ ერთჯერადი აქციები არ არის პრობლემის გადაჭრის გზები და უფრო გლობალური სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სწორედ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმედა სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ის დიკსუსია რომელიც გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც ერთმანეთს პრეზიდენტი და უმრავლესობის წევრები შეხვდნენ. ამ შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ნაბიჯებზე რასაც საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის წინააღმდეგ დგავს",- განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის თქმით, ენერგო ვაუჩერების 89%-ია ამ ეტაპზე დარიგებული. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის სოლიდარობის აქციის მიხედვით 5 000 ვაუჩერია გაჩუქებული.