პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მოწოდება რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყების შესახებ, სრულად ეხმიანება იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს დაიწყოს სრულმასშტაბიანი დიალოგი რუსეთთან. პატრიარქის განცხადება სრულად ეხმიანება იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს", - განაცხადა პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პატრიარქის განცხადება სრულად ეხმაურება იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს , - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ილია მეორის განცხადებაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს დიალოგისკენ მოწოდებას შეეხება.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში დაიწყოს სრულმასშტაბიანი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში დავიწყოთ სრულმასშტაბიანი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. მისი უწმინდესობის განცხადება სრულად ეხმაურება იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დიალოგისკენ მოუწოდებს , - ამის შესახებ ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
"მივმართავ ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ სიბრძნე, სიმამაცე და დაიწყონ დიალოგი სხვადასხვა დონეზე, რათა განიხილონ და მოაგვარონ დაგროვილი რთული საკითხები", _ აღნიშნულია ილია მეორის განცხადებაში.
საქართველოს პატრიარქის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გადაუჭრელი კონფლიქტებისა და პრობლემების გამო კავკასიაში რთული ვითარებაა, რასაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო დონეზე დიალოგის არარსებობა. ილია მეორის შეფასებით, აღნიშნული იწვევს უნდობლობასა და ეჭვს ერთმანეთის მიმართ, რაც ხელს უშლის პრობლემების მოგვარებას.