პრეზიდენტის პრეს სპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ტორშინის ბრალდება, რომ საქართველო "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორია, აბსურდულია.
"ჩვენი მეზობლის მხრიდან ახალი არაფერი თქმულა და ტრადიციულად ბრალდებები მეორდება. თანაც იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ითხოვს თანამშრომლობას და დიალოგს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით. ამ პირობებში, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა მოსკოვში გამონახეს უცნაური გზა ეპასუხათ ქართული მხარის შეთავაზებისთვის ასეთი აბსურდული განცხადებებით", - განაცხადა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ტრადიციუალ ბრიფინგზე.
მანჯგალაძის თქმით, თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა და ცალკეულმა უწყებებმა დაგმეს "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლით დასრულდა.
"საქართველოს მთავრობა გმობდა და გმოს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", - აღნიშნავს პრეზიდენტის პრესსპიკერი.
შეგახსენებთ, "რასიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტორშინმა საქართველო ტერაქტის ორგანიზატორად დაადანაშაულა.