საქართველოში გრიპის ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულები ხანდაზმულები - 73 წლის მამაკაცი და 60 წლის ქალია.
ექიმების განცხადებით, ლეტალური შედეგის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
გარდაცვლილებს H1N1 ვირუსი არ დაუდასტურდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოხუცების დაღუპვის მიზეზი B ტიპის ვირუსი გახდა.
მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა სულ 779 რეგისტრირებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 500-ზე მეტ პაციენტს ე.წ. ღორის გრიპი, B და A ტიპის ვირუსები დაუდგინდა. ლეტალურად სულ 29 შემთხვევა დასრულდა.