დღეს, 1-ელ მარტს. 12:00 სთ-ზე ავერსის კლინიკა მარნეულში სამშობიარო სახლს ხსნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ავერსის კლინიკ-იდან აცნობეს, სამშობიარო სახლი გათვლილია 12 საწოლზე, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია გულისხმიერი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
"სამშობიაროში კომფორტული გარემო და საიმედო პირობებია, რაც განაპირობებს ქვემო ქართლის მოსახლეობის მომავლის კეთილდღეობას", _ აცხადებენ ავერსისი კლინიკაში.
,,ავერსის კლინიკის სამშობიარო სახლს~ გახსნის ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და ,,ავერსის კლინიკის~ გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე.
,,ავერსის კლინიკის სამშობიაროს~ გახსნაზე მიწვეულებინ არიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი _ ანდრია ურუშაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი - დავით კირკიტაძე, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს და დმანისის გამგებლები, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ეპისკოპოსი მეუფე იოანე და ქვემო ქართლის ჯანდაცვისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.