სამბის "დედოფალი" ტანია მარია თბილისში კონცერტს გამართავს. ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსის 90-წუთიანი კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 17 მარტს გაიმართება.
ტანია მარია თბილისს 15 მარტს ეწვევა. მომღერალი დედაქალაქში კომპანია `ბრავო-რექორდსის` მოწვევით ჩამოდის და კომპანიის პრეზენტაციაზე იმღერებს, თუმცა იგეგმება კონცერტი ფართო საზოგადოებისთვისაც.
ბილეთების გაყიდვა უკვე დღეს დაიწყო და მისი ფასი 30-დან 100 ლარამდე ეღირება.
ტანია მარია თბილისს პირველად 1995 წელს ეწვია. შემდეგ 2002 წელს. მორიგი ვიზიტი კი 2008 წელს შედგა.