1-2 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ეწვევა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე კოლეგა მინისტრსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს შეხვდება.
"ჩვენ თავად მოვითხოვეთ ეს შეხვედრა პირველ ყოვლისა, იქ არსებული ვითარების ინტერესიდან გამომდინარე, რაზედაც თანხმობა მივიღეთ და ამას მივესალმებით. ვფიქრობთ, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შეგვიძლია, ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე, რჩევებითა თუ საინტერესო გამოცდილების გაზიარებით ეგვიპტესთან კარგი ურთიერთობის დამყარება. როგორც ვატყობთ, აღნიშნულის მიმართ მათი მხრიდანაც დიდი ინტერესია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი განმარტებით, თბილისი კაიროს "საინტერესო რჩევებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მსგავსი ვითარებებიდან მოკლე დროში დემოკრატიულ და წარმატებული გზაზე დადგომა".