"თელასის" სატრანსფორმატორო ქვესადგურში "3302" სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების გამო 1-ელ და 2 მარტს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლებას, წყნეთის გზატკეცილს, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.