1-ელ მარტს, 12:00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოში საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მოიწვევენ. ამ წინადადებით საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კობა დავითაშვილი გამოვიდა.
მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსების მფლობელთა და მძღოლების ბედი საბოლოოდ უნდა გაირკვეს.
შეგახსენებთ, სამარშრუტო ტაქსების მფლობელები ტენდერის ხელახალ ჩატარებას მოითხოვენ და მძღოლებისთვის დაკისრებულ გადასახადებს აპროტესტებენ, რასაც მათგან მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოითხოვს.