1-ელ მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგები იწყება.
ტრენინგების მიზანია ეფექტური მომსახურების სტანდარტის გაცნობა და ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. აღნიშნულ ტრენინგებს ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ყველა თანამშრომელი გაივლის.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება იქნება საქართველოში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების კომბინაცია ერთ წერტილში განხორციელდება ე. წ. ერთი ფანჯრის პრინციპით. ტრენინგების შედეგად, იუსტიციის სახლის თანამშრომლები შეძლებენ მოქალაქეებს შესთავაზონ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული, სწრაფი და გამარტივებული მომსახურება.
პირველი იუსტიციის სახლები მიმდინარე წელს ბათუმსა და რუსთავში გაიხსნება.