1-ელ მარტს, 11:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ჰელენი ქეას" და არასამეწარმეო ორგანიზაცია "ადამიანის" ორგანიზებით, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო ფონდ "ჰიპოკრატეს" ექიმთა მობილური ჯგუფი უფასო პროფილაქტიკურ-სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებს. მოხდება დიაგნოსტირება და აღნიშნულ პირებს დაურიგდებათ მედიკამენტები.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიები, როგორიცაა: შპს "ავერსი ფარმა"; შპს"პსპ-რიხტერი"; შპს"ივერი-მედი"
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: ქაუნთერფართ ინთერნეიშენელი; ამქორი; ექთს-ჯორჯია; აიარდი; აგრეთვე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ლდს-ჩერიტი; შპს"ვისოლი" და სხვა ორგანიზაციები.
დონორების მიერ მოტანილი შემოწირულობა გადანაწილებული იქნება კათარზისის ძალისის მოხუცებულთა სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სიღარიბის სღვარს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს შორის.