1-ელ მარტს, 16:00 საათზე, თსუ-ში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება ინტელექტუალური თამაშები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გუნდებს შორის.
ინტელექტუალური თამაშები ხორციელდება პროექტ "სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობის" ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების მიერ მომზადებული მოკლევადიანი პროგრამების დაფინანსებასა და განხორციელებას. სულ პროექტში 30-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 4 გუნდში იყვნენ განაწილებულნი. თითოულმა გუნდმა წარმოადგინა თითო პროექტი, რომლის განხორციელებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაუჭერს მხარს.
პროექტის "სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა" ხორციელდება ა/ო "ახალგაზრდობის განვითარების სახლის" მიერ, ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი".