საფრანგეთში, პარიზის "ლარიბუაზერის" ჰოსპიტალში 79 წლის ასაკში შესანიშნავი ფრანგი მსახიობი ანი ჟირარდო გარდაიცვალა.
ბოლო წლების განმავლობაში მსახიობს ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა. მისი ავადმყოფობის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის 2006 წელს გახდა ცნობილი.
ავადმყოფობის პერიოში მან ამ დაავადების წინააღმდეგ თავის გმირულ ბრძოლაზე ნიკოლია ბოლიეს დოკუმენტურ ფილმში "ასე მიედინება ცხოვრება" უამბო მაყურებელს.
ანი ჟირარდო 1931 წელს დაიბადა.
მისი სამსახიობო კარიერაში გადამწყვეტი იყო მსახიობის შეხვედრა უდიდეს იტალიელ რეჟისორთან ლუკინო ვისკონტისთან, რომელმაც ჟირარდო 1960 წელს ფილმში "როკო და მისი ძმები" გადაიღო.
ეს ფილმი არა მხოლოდ მისთვის, არამედ ალენ დელონისა და რენატო სალვატორისთვის (ჟირადდოს მეუღლე) გარდამტეხი აღმოჩნდა კარიერული წინსვლის თვალსაზრისით.
ანი ჟირარდომ იმუშავა ისეთ დიდ რეჟისრებთან როგორებიც იყვნენ მარკო ფერერი, როჟე ბადიმი, მარიო მონიჩელი, ანდრე კაიატი, კლოდ ლელუში და სხვები.
ფრანგები ანი ჟირარდოს ცხოვრების ყველა პერიოში საკუთარ თანამედროვედ მიიჩნევნდენ და მის მიმართ გამორჩულ მოკრძალებას იჩენდნენ.