საქართველოს პრეზიდენტმა "თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისცენტრი დღეს გახსნა. მიხეილ სააკაშვილი კომპანიაში დასაქმებულებს გაესაუბრა და მათი ხელფასითაც დაინტერესდა. სერვისცენტრში ანაზღაურება საშუალოდ 800-დან 1400 ლარამდეა.
"მომავალი წლიდან იწყება პორტის ბრუნვის გაფართოება. ეს ნიშნავს, რომ ტვირთბრუნვა შეიძლება გაორმაგდეს. და ავტობანით ჩამოვა თბილისიდან",_აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს ფოთში "თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისცენტრი გაიხნა. ობიექტი გათვლილია სატვირთო ავტომანქანებისთვის, თუმცა მოემსახურება მსუბუქ მანქანებსაც. 24 საათიანი მობილსერვისი, დიაგნოსტირება და ავტოსათადარიგო მანქანების საწყობი.
ახალი სერვისცენტრიAსაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ფოთში მომსახურეობის ოფისის გახსნით კომპანიამ 44 ადამიანი დაასაქმა, სადაც უმრავლესობა ადგილობრივია. კომპანია მომსახურების ცენტრის გაფართოებას გეგმავს, რის შემდეგაც მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.