"ქრისტიან-დემოკრატები" რუსეთის ბრალდებების გასანეიტრალებლად უცხოელი დიპლომატებისთვის საჯარო აქციების მოწყობას აუცილებლად მიიჩნევენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცე-სპიკერ ალექსანდრე ტოროშინის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული ბრალდებების შეფასებისას განაცხადა.
"რუსეთის მხრიდან ბრალდებები პერმანენტული ხასიათისა და რაღაცა პერიოდულობით რუსეთის რომელიმე ოფიციალური პირი თავს ვალდებულად მიიჩნევს, მსოფლიოს "შეახსენოს", რომ საქართველო ტერორისტული საფრთხის მატარებელი ქვეყანაა. მსგავსი ბრალდები პანკისის მიმართულებითაც ისმოდა, თითქოს იქ ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკები იყო შექმნილი. მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ჩავიყვანეთ და საკუთარი თვალით ვაჩვენეთ, რაც ხდებოდა ხეობის ყველა სოფელში. ვფიქრობ, მსგავსი საჯარო აქციები განხორციელება გაზაფხულზე კვლავ საჭირო იქნება", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, მსგავსი საჯარო აქციები ხელს შეუწყობს ქართულ მხარს, რომ რუსეთის მცდელობა საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერორიზმის მატარებლის საფრთხის ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებისა საბოლოოდ დაასამაროს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტოროშინმა საქართველოს ხელისუფლება დომოდედოვოს აეროპორტის ორგანიზებაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, ტერაქტი დოკუ უმაროვის მოწყობილი იყოს.
"უმაროვი, შესაძლოა, მხოლოდ ფულის გამტარი ყოფილიყო", - აცხადებს რუსი პოლიტიკოსი.