"მეცნიერებამ და განათლებამ საქართველოს რეგიონში ლიდერის სტატუსი უნდა დაუმკვიდროს", - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს, სადაც ამისთვის სცხელათ და ამისთვის სცალიათ, მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მეცნიერების საერთაშორისო დღეს. ჩვენი ოპონენტებისგან ხშირად გაიგებთ, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა მეცნიერება დიდი ფუფუნება", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არც ნავთობი აქვს, არც გაზი და არც უცხოეთში ჰყავს ძლიერი დიასპორა, მეცნიერება და განათლება არის იმ უზარმაზარი პოტენციალის მატარებელი, რომელმაც საქართველოს და ქართველ ერს რეგიონში ლიდერის ფუნქცია და სტატუსი უნდა დაუმკვიდროს.