მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ამომრჩევლებთან "მაქსიმალურად ახლოს" ყოფნის დავალება მისცა. შეხვედრა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საკუთარ ამომრჩევლებთან "მაქსიმალურად ახლოს" ყოფნის დავალებაც მისცა და განუმარტა, რომ სახელმწიფომ ყველა რესურსი უნდა მიმართოს იქითკენ, რომ მსოფლიო ფასების მატება მათ სოციალურ მდგომარეობაზე კიდევ მეტად უარყოფითად არ აისახოს.
"გაზრდილი ფასები ძალიან ურტყამს თითოეულ ოჯახს. რეალურად, გამოდის, რომ ხელფასი შემცირდა. ამას ემატება უმუშევრობის პრობლემა. ამ სიტუაციაში მუდმივი ორიენტაცია უნდა გვქონდეს იმაზე, რომ სახელმწიფომ გადაანაწილოს თავისი რესურსები, მაქსიმულად დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ ფენებს და ჩვენ, ყველანი ჩვენს ამომრჩევლებთან უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს. ეს გადამწყვეტია იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.