1-2 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ეწვევა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე კოლეგა მინისტრსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს შეხვდება.
"ჩვენ თავად მოვითხოვეთ ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა, იქ არსებული ვითარების ინტერესიდან გამომდინარე, რაზეც თანხმობა მივიღეთ და ამას მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე, რჩევებითა თუ საინტერესო გამოცდილების გაზიარებით ეგვიპტესთან კარგი ურთიერთობის დამყარება. როგორც ვატყობთ, აღნიშნულის მიმართ მათი მხრიდანაც დიდი ინტერესია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისი კაიროს "საინტერესო რჩევებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მსგავსი ვითარებებიდან მოკლე დროში დემოკრატიულ და წარმატებული გზაზე დადგომა".