"უსინდისო ბოდვა",_ასე შეაფასა პარლამენტარმა გიორგი გაბაშვილმა ალექსანდრე ტორშინის განცხადება, რომელმაც საქართველო დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტექრაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
გაბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ დიპლომატიურ გზას ირჩევს და არა_ტერორისტულს.
ალექსანდრე ტორშინის თქმით, მას ტერაქტში დოკუ უმაროვის მონაწილეობის არ სჯერა და მიიჩნევს, რომ ტერორისტული აქტი რეალურად უცხოეთიდან იყო ორგანიზებული.
"არანაირი კავშირი საქართველოს ტერორთან არ აქვს და არც ექნება. საქართველოს პოზიციაა თავისი ეროვნული ინტერესის დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მართლაც ტერორისტი და ოკუპანტი რუსული ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიყენებთ დიპლომატიურ მეთოდებს, ყველა საშუალებას და რესურსს, რომელიც გაგვაჩნია და, რომელიც აბსოლუტურად გამართლებულია საერთაშორისო სამართლით, ზნეობითა და ადამიანობით,"_აცხადებს გიორგი გაბაშვილი.
შეგახსენებთ, "რასიისკაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტორშინმა საქართველო ტერაქტის ორგანიზატორად დაადანაშაულა.