1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის თილისმის ავტორს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლოები არ მოსწონს.
მხატვრის ვიქტორ ჩიჟიკოვის 2014 წლის ოლიმპიადისთვის შერჩეული ერთ-ერთი სიმბოლო - თეთრ დათვი ნეგატივს ადარებს.
"ეს თეთრი დათვი, რომელიც აირჩიეს მას ყველაფერი აქვს ჩემი სიმბოლოს მსგავსი - თვალი, ცხვირი, პირი, ღიმილი, თუმცა დამახინჯებული. მე არ მომწონს როცა იპარავენ, ავტორი ამას განსაკუთრებით მწვავედ გრძნობს", - განაცხადა "ეხო მოსკოვის" ეთერში ჩიჟიკოვმა.
მისივე შეფასებით, სოჭის ოლიმპიადის სიმბოლოებად შეთავაზებული ყველა ფიგურა არაპროფესიონალური იყო.