სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მოწყალების გაღებისკენ მუწოდა.
"ყველაზე დიდი მადლი რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, ეს არის მოწყალება. როგორც სახარება ამბობს, "მე ვიყავი მშიერი საპყრობილესა შინა, ავადმყოფი და თქვენ მომხედეთ მე". ინებოს უფალმა, რომ მთელი საქართველო და მსოფლიო მარჯვენა მხარეს დადგეს. ძალიან დიდი მადლია ოჯახისთვის, როდესაც ეკლესიაში სწირავენ ღვინოს და ზეთსა. ვისაც გაქვთ სურვილი მოიტანეთ კვირა დღეს დღესასწაულებზე ეკლესიაში წითელი დაბეჭდილი ღვინო და ზეთი", - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქმა 43-ე საჯარო სკოლა, მისი მასწავლებლები და მოსწავლეები დალოცა.
ასევე დალოცა ორი ქართული გვარი - სიდამონიძეები და ყანჩაველები.