ხვალ, 14:00 საათზე, ვარდების მოედანზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მძღოლები ჩატარებული ტენდერის გაუქმებას მოითხოვენ.
მათი თქმით, ტენდერის შედეგად მათი ყოვედღიური გადასახადი 20-40 ლარამდე გაიზარდა. მძღოლებმა 25 თებერვალს გაფიცვა მოაწყვეს.
ამ დროისთვის მძღოლების უმეტესობა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
26 თებერვალს სამარშრუტო ტაქსის 8 მძღოლს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.