ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს რეკორდული ტემპით 2016 წლისთვის 45 ახალი აეროპორტი ააშენოს.
ავიაციის განვითარებისთვის ჩინეთის ხელისუფლება მზადაა გამოყოს 230 მილიარდი დოლარი.
ჩინეთის საავიაციო ცენტრის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში 175 აეროპორტი ფუნქციონირებს, ისინი მხარს უჭერენ ამ პროექტს, რადგან მიიჩნევენ, რომ აეროპორტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს ტურიზმის განვითარებას, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.
ახლო მომავალში ჩინეთში 220 აეროპორტი იქნება და შიდა რეისებზე, 4500 თვითმფრინავი იფრენს.
სახელმწიფო გეგმავს, რომ ააშენოს პატარა აეროპორტები ცენტრისგან მოშორებით მდებარე რეგიონებში, რომლებიც ყველაზე ღარიბი და არაპოპულარულია ტურისტებისთვის და ამით ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.