ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის რუსლან ალხანოვის მტკიცებით, სამართალდამცველებმა რუსეთში ტერაქტების მოსაწყობად გაგზავნილი სამი ბოევიკი გაანადგურეს.
მინისტრის Yთქმით, ჩეჩნეთში ბოლო სამი დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა 6 მებრძოლი მოკლეს, რომლებიც ტერაქტების განსახორციელებლად ჩრდილოკავკასიელების საველე მეთაურის დოკუ უმაროვის მიერ იყვნენ გაგზავნილები.
ფედერალური უშიშროების სამსახურის განცხადებით, წუხელ ჩეჩნეთში, სოფელ იანდში უკანონო შიარაღებული ფორმირების სამი წევრის განადგურება მოხერხდა. ასევე ოპერატიული ინფომაციით, ერთი დღით ადრე მოხერხდა სამი ბოევიკის განადგურება, რომლებიც პირადად დოკუ უმაროვის მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განსახორციელებლად იყვნენ გაგზავნილები.
"დღეს უკვე წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთი გადაურჩა ტერაქტებს და უდანაშაულო ადამიანების განადგურებას", - განაცხადა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსლან ალხანოვმა.
მისი თქმით, დადგენილია დახოცილი მებრძოლების ვინაობა. ესენი იყვნენ სოფელ იანდში მცხოვრები აუბ და აბუდბაკარ შარაევები და ნაჟაი-იურტოვსკის რაიონში მცხოვრები შამატ ესკიევი. ხოლო დანარჩენი სამი ბოევიკი, რომელის ლიკვიდაციაც სპეცოპერაციით მოხერხდა შედიოდნენ აბუბაკარ ბატოლოვის დაჯგუფებაში.