ძლიერმა ქარმა სამეგრელოს სამი რაიონი დაზარალა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზაიამ განუცხადა, სამდღიანი ძლიერმა ქარმა, სენაკში, ფოთში და ხობში კერძო საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, ასევე დაზიანდა რამდენიმე საჯარო სკოლა და საბავშო ბაღი.
"სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. კომისიის წევრები ადგილზე არიან გასულები, რომლებიც აღრიცხავენ, როგორც მოსახლეობისთვის ასევე საჯარო დაწესებულებებისთვის მიყენებულ ზარალს, ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოროზიამ.
მისივე თქმით, ძლიერი ქარის მიერ მიყენებულ ზარალს აღმოფხვრაში მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება, ასევე დაიწყება სკოლების გადახურვის პროცესი.
"ამ დროისთვის ქარი უკვე ჩადგა. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა და გზები მთლიანად გაწმენდილია", - გაცხადა გოროზიამ.
შეგახსენებთ, რომ დასვალეთ საქართველოში უკვე სამია დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს, რომელმაც გურიის რეგიონიც დააზარალა.