თოვლს დედაქალაქში შეფერხებები არ გამოუწვევია. თბილისის საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია. ღამის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებს და მის შემოგარენს სპეციალური ტექნიკით წმენდნენ. ასევე დაიყარა ტექნიკური მარილი.
როგორც დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, გზები ყველგან გაწმენდილია.
ამჟამად სამსახურის 300 თანამშრომელი ქვეითად მოსიარულეთათვის, ტროტუარებს, მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეებს წმენდს.
გაწმენდილია წყნეთის, ტაბახმელას და კოჯრის საავტომობილო გზები.