კობი-გუდაურის გზის მონაკვეთი გაიხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობდა და ამ დროისთვის გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის შესაძლებელია.
ერთადერთი შეზღუდვა გომბორის უღელტეხილზე რჩება, სადაც მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული, ხოლო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე სპეციალური ტექნიკა მობილიზებული რჩება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდთი სამუშაოებს განახლებენ.