დიდთოვლობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის აკრძლულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს ამ დროისთვის მოძრაობა დაშვებულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის, ხოლო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.