დღეს, 11 საათზე, სპორტის სასახლეში ქართული ნაგაზების გამოფენა გაიმართება.
გამოფენას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, "საქპატენტის" ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე, კომპანია "ჯეოსელის" დირექტორი ოსმან თურანი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი/კინოლოგიური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კობა სუბელიანი დაესწრებიან.