დღეს, 27 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ხორციელის კვირიაკე დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება. ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში, ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს ჰპოვებენ.
დღეიდან მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ. ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა იწყება და ეკლესიური ადამიანები კვირის განმავლობაში მხოლოდ რძის პროდუქტებს მიიღებენ.
წელს დიდმარხვა 7 მარტს დაიწყება და 24 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.