დღეს, 27 თებერვალს, 19:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი უმასპინძლებს "შიშველი თეატრის" წარმოდგენას "და იქმნა თამაში".
სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს კვირეულის ფარგლებში იმართება.
რეჟისორ ნანა კვასხვაძის ერთმოქმედებიანი სპექტაკლი საქართველოსთვის ექსპერიმენტულ, ინოვაციურ ჟანრს წარმოადგენს. ერთ პერფორმანში, "და იქმნა თამაში", რომელსაც დასი პირველად წარადგენს საქართველოში, გაერთიანებულია უილიამ შექსპირის, დავით კლდიაშვილის, რეზო ინანიშვილი, ლადო ასათიანისა და მიშელ ფერმოს ნაწარმოების მიხედვით "შიშველი თეატრის" მიერ შექმნილი სპექტაკლები.
შიშველი თეატრის დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ წარმოდგენებს მართავს, როგორც თბილისში ისე საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ტიპის სივრცეებში. თეატრი არის მოძრავი და არ გააჩნია მუდმივ სცენა. თეატრის სამხატვრო პრინციპებიდან გამომდინარე, დეკორაციად დასი იყენებს ადგილზე არსებულ ნივთებს და ორგანულად რთავს მათ თითოეულ წარმოდგენაში.