"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ "პოლიტიკურ თამაშებში" გამარჯვებული, მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მადლობის სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
"ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ერთის მხრივ პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას და მეორეს მხრივ მჭიდრო საქმიანი კონტაქტების ფორმირებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატებთან ერთად ახალგაზრდული ორგანიზაციის გამარჯვებულმა წევრებმა გიორგი თარგამაძისგან დასასვენებელი ტურის საგზურებიც მიიღეს.
პოლიტიკური თამაშები "ახალგაზრდული ფორუმისა" და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) ორგანიზებით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო იყო.
პროექტში 16 პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. ფინალური თამაშში, რომელიც 19 იანვარს გაიმართა, ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკატებმა" მაყურებელთა გადაწყვეტილებით გამარჯვება "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე მოიპოვეს.