სუბელიანის უწყება ადგილმდებარეობას იცვლის და სამუშაოდ გორში გადადის.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 40 ათასი ლარი გორში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის გადასვლასთან და ახალი ადმინისტრაციული შენობის საპროექტო სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა იმ 700 ათასი ლარის ნაწილია, რომელსაც სუბელიანის უწყება უახლეს ხანებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიიღებს.
სარეზერვო ფონდიდან დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად 700 ათასი ლარი გამოიყოფა. 700 ათასი ლარიდან 410 ათასი ლარი დევნილთა 2009-2012 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსახორციელებელ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესში ტრანსპორტირების, მასთან დაკავშირებული მომსახურების და სხვა ღონისძიებებისათვის დაიხარჯება.
150 ათასი ლარი კი დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზოგიერთი შენობა-ნაგებობის საპროექტო სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენის მომსახურებას მოხმარდება.
100 ათასი ლარით კომპაქტურად განსახლების ობიექტის (თბილისი, ნაძალადევის რაიონი, თბილისის ზღვის დასახლება `კადეტთა კორპუსი~ #5) სარეაბილიტაციო სამუშაოებისა დაგეგმილი.
ხოლო 40 ათასი ლარი გორში სამინისტროს ცენტრალური აპარატის გადასვლას მოხმარდება.