პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ დეპუტატების სია გადასცა, რომლებმაც პლენარული სხდომა გააცდინეს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მაჭავარიანმა იმ დეპუტატების სია მოთხოვა, რომლებიც მიმდინარე თვეს სხდომებს არ ესწრებოდნენ.
"ყველას, ვინც პლენარულ სხდომაზე არ იმყოფება, ხელფასიდან თანხა დაექვითებათ. კიდევ შევუნდობდი, შენდობის კვირა რომ იყოს. გასაგებია, რატომ არ დადიან ლეიბორისტები, მაგრამ გაუგებარია სხვა დეპუტატები რატომ არ ესწრებიან", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატების სიას გადაცემის შემდეგ მაჭავარიანმა უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს მოუწოდა, მიხედონ კოლეგებს, რადგან მათი ქმედება "ყოველგვარ ზღვარს სცილდება".
მისი თქმით, დღევანდელ სხდომას 50 დეპუტატი აცდენს.