საკრებულოს წინ მიკროავტუბესების გაფიცული მძღოლების საპროტესტო აქცია დასრულდა. მძღოლები სამარშრუტო ხაზების ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა. დავითაშვილმა გაფიცულებს ერთად დგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გაფიცვა თუ შეწყდება, სასურველი მიზნის მიღწევა გართულდება.
გაფიცვა ორშაბათამდე გაგრძელდება. როგორც "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციის მიმდინარეობისას განაცხადა, 28 თებერვალს, 14:00 საათზე, "ვარდების" მოედანზე გაფიცულთა საპროტესტო აქცია გაიმართება და იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება გაფიცვისთან დაკავშირებით.