საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატი კახა კუკავა მოითხოვს დედაქალაქის საკრებულოში სარევიზიო კომისიის შეკრებას, სამარშუტო ხაზების სატენდერო პირობების გასარკვევად.
"არანაირი ოთხი კომპანია არ არსებობს. ეს არის ერთი კომპანია. ამას ადასტურებს ისიც, რომ შეხვედრისას ერთ ადამიანს ველაპარაკებოდით და არა ოთხს. აქედან გამომდინარე, მონოპოლია აშკარაა".
მისი ინფომრაციით, სულ ახლახან კრიმინალურმა პოლიციამ მიკროავტობუსების მძღოლები დაარბია, ამის გამო კუკავა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევას ითხოვს.