რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რომ არ არის ამის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი "პირველი კავკასიური არხისათვის" მიცემულ ინტერვიუში და იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს ურთიერთობები არ არსებობს.
"როდესაც ამბობენ, რომ საქართველომ გაწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ასე არ არის. რუსეთმა ემბარგო შემოიღო 2006 წელს და ჩვენ ჩვენი ბაზრის 70 % დავკარგეთ. მართალია ჩვენ გადავრჩით მაგრამ - მათ ეს გააკეთეს. შემდეგ ამას მოყვა სამხედრო შემოჭრა, რომელსაც თავის მხრივ წინ უძღვოდა მრავალრიცხოვანი პროვოკაციები.
შემდეგ მათ აღიარეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და არავის მათ გარდა, სერიოზულად მსოფლიოში ეს არ აღუქვამს მაგრამ - მათ ეს გააკეთეს. მათ გახსნეს საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში ანუ ერთდროულად გაწყვიტეს საქართველოსთან ურთიერთობა - იმიტომ რომ შეუძლებელია სამი საელჩო გქონდეს ერთ ქვეყანაში. ბუნებრივია, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივა საქართველოდან არ მოდიოდა, იგი ორ ქვეყანას შორის რუსეთის ქმედებების გამო შეწყდა", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.