"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავისი მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად საზღვრების გადახედვას არასოდეს დასთანხმდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "პირველი კავკასიურისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ახლაც ვსაუბრობთ - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ არის მომხრე საზღვრების გადახედვისა. ჩვენ თავად დავზარალდით იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციას ქონდა ცალმხრივი მცდელობა საზღვრების გადახედვისა და არავის ისე, როგორც საქართველოს, არ ესმის საზღვრების ურღვეობის სიმყარე და ამიტომაც ამ თვალსაზრისით რუსეთს არაფერი ემუქრება", _ განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.