პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. როგორც სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს უმრავლეოსბის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღის წესრიგში მხოლოდ ერთადერთი საკითხი - გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციაა.
"ბოლო თვეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ აუცილებელია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში საკმაოდ წარმატებით განიხილება კომიტეტების დონეზე. თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს აღნიშნულ საკითხებზე. ჩვენი მიზანია გარემოს დაცვის სამინისტრო კიდვე უფრო გაძლიერდეს და მოხდეს მისი ფუნქცეიბის ოპტიმიზაცია", - აღნიშნა ცისკარივშილმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამთავრობო უწყებების რეორგანიზაციის კანონპროექტის მიზანია გარემოს დაცვის სამინისტროში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე კორუფციული მომენტების აღმოფხვრა.
სხდომის დასრულების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას უმრავლესობის წვერები სავარაუდოდ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააჟღერებენ.