ბათუმის დელფინარიუმი ფუნქციონირებას იწყებს. ოსაკა-ბათუმის ჩარტერული რეისით ბათუმის დელფინარიუმისთვის დელფინები. ჩამოიყვანეს
დელფინარიუმის ბინადრების იაპონიიდან ტრანსპორტირებას 14 საათი დასჭირდა. შვიდი დელფინი სპეციალურ კონტეინერში იყო მოთავსებული და მათი უსაფრთხოებისთვის სატვირთო თვითმფრინავში საგანგებო მიკროკლიმატი იყო შექმნილი. დელფინები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" საჩუქარია. პროექტის განხორციელება იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა. დელფინარიუმის გახსნა ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონისთვის იგეგმება.
დელფინარიუმის მშენებლობის ინიციატივა ქალაქის მერიას ეკუთვნის, თუმცა თანხები ბიზნესმენებმა გაიღეს, რომელთა ვინაობასაც არ კონკრეტდება. პროექტის განხორციელება მთლიანობაში 10 მლნ. ლარი დაჯდა, იაპონიის ელჩი ბათუმს დეფლინების რამოდენიმე დღის წინ დაპირდა, აღნიშნულის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმამასაიოში კომოჰარა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრისას ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში 2 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იმყოფებოდა აჭარაში და მოხიბლულია იქ მიმდინარე ცვლილებებით.
9 თევერვლის შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იაპონელი ტურისტების საქართველოში და მათ შორის, აჭარაში ჩამოსვლის პერსპექტივებით დაინტერესდა .ელჩის განცხადებით, ივნისში იაპონიიდან საქართველოში ტურისტების პირველი - საცდელი ნაკადის ჩამოსვლა იგეგმება.
"ვფიქრობ არის დიდი პოტენციალი, რომ ჩემს თანამემამულეებში საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდოს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიასადა საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო რეისების დანიშვნა", - განაცხადა ელჩმა.
სტუმრის განცხადებით, იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის აჭარაში სოფლის მეურნეობის, განათლებისა დაჯანდაცვის სფეროებში არაერთი საგრანტო პროგრამა განახორციელა. ასევე, იაპონიის საელჩო მზადაა, რომ ქართველ ბიზნესმენებს იაპონელკოლეგებთან კონტაქტში დაეხმაროს.